www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 18 რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებას.

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი
** დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს სახელმწიფო სავალდებულო სამსახური (ჯარი).

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), დიპლომისა და სერთიფიკატების ასლები,
ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უსაფრთხოების ოფიცერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |