www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
** მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
** მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
** დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
** გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
** მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

პირობები:

** 3 დღიანი ცვლა 09:00 - 22:00 საათი;
** 700 ლარი + საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |