www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას ქ. # 1
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში;
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან;
** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება;
** უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში;
** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** MS Office-ს კარგი ცოდნა;

უნარები:

** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@vivomedical.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |