www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Georgia Insight
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"Georgia Insight" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა. კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვა, წარმოება და კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა (საგადასახადო აღრიცხვა);
** ყოველთვიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** მარაგებზე პასუხისმგებელი პირის მიერ მომზადებული ფორმების/ანგარიშგების მონიტორინგი;
** ყოველთვიური ხელფასების დაანგარიშება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება ვადებში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი
** კომპანიისა და ფინანსური განყოფილების მიზნების მიღწევაში ჩართულობა.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა "ORIS"-ის ცოდნა;
** პროგრამა "FINA"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის ზოგადი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა - MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ახალგაზრდა, ღია და დინამიურ გუნდში
** სამუშაო ადგილს ქალაქის ცენტრში
** შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:

** სამოტივაციო წერილი (მაქს. ერთი გვერდი)
** CV ფოტოს გარეშე
** დიპლომის და რელევანტური სერტიფიკატების ასლები

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mako@georgia-insight.eu და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |