www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნუგბარი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

ტრადიციული ქართული ტკბილეულის კომპანია "ნუგბარი" ეძებს გამოცდილ კორპორატიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც კომპანიას დაეხმარება დაგეგმილი ზრდის მაჩვენებლის მიღწევაში, გაყიდვების არსებული და ახალი არხების მოძიება/ათვისებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება, ორგანიზება და მართვა
** პოტენციური დამკვეთების იდენტიფიკაცია, ბაზის შექმნა
** პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური დამკვეთებისთვის დაგზავნა
** ტელეფონით კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** უკუკავშირის მიღება დამკვეთებისგან და წარმოებისთვის რეკომენდაციების გაწევა

მოთხოვნები:

** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მსხვილ კლიენტებთან წარმატებული მოლაპარაკების გამოცდილება
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი
** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Office)
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელი პირობა)
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე vacancy@nugbari.ge 2020 წლის 10 მარტამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |