www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / განცხადების ვადა: 22 თებერვალი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა, შემუშავება და კოორდინირება;
** თანამშრომლების მოტივირება და მხარდაჭერა კურიკულუმისა და სწავლების სტრატეგიების შემუშავებაში;
** სასწავლო გეგმების შემუშავება და კონტროლი;
** სასწავლო პროცესის შესაბამისი ლიტერატურით და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის ინფორმირება განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით;
** მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა - სამუშაო თუ საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან მინიმუმ 2 მენეჯერულ პოზიციაზე;
** საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლების თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 22 თებერვალი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |