www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის მენეჯერისა და მმართველი პარტნიორის ხელმძღვანელობით აუდიტის პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება;
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად აუდიტის პროცესის წარმართვა;
** აუდიტის მენეჯერის ყოველდღიური ინფორმირება აუდიტის მიმდინარეობის სტატუსის შესახებ;
** აუდიტის გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების დელეგირება;
** უმცროსი გუნდის წევრებისთვის ტრენინგის ჩატარება და მომზადება
** ურთიერთობა ახალ და არსებულ კლიენტებთან.
** აუდიტის პროექტის დოკუმენტირება და ფაილინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ACCA-ის II დონის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა.

დამატებითი პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო და პირობები.
** 8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის გარდა.
** ანაზღაურება 2000 ლარიდან (განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "უფროსი აუდიტორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |