www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ვებ-გვერდის შესაქმნელად
მომწოდებელი: AGIC
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "AGIC" (http://www.agconsulting.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 90-ზე მეტ ქვეყანაში (http://www.primeglobal.net)

კომპანია "AGIC" აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შესაქმნელად.

ვებ-გვერდი უნდა წარმოადგენდეს საინფორმაციო-შემეცნებით ბლოგ-პორტალს, რომელზეც პერიოდულად განახლდება ინფორმაცია AGIC-ის მიერ ფინანსური საკითხების შესახებ. ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს თანამედროვე, მარტივი და ეფექტური ფუნქციონალი და დახვეწილი, დინამიური ძიების ფუნქცია, რათა მომხმარებელმა შეძლოს მაქსიმალურად მარტივად და მოკლე დროში მიიღოს ინფორმაცია. ამასთან, ვებგვერდი მომხმარებელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას განათავსოს ინფორმაცია.

ვებ-გვერდის ფუნქციები/მახასიათებლები:

** თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი;
** ხელმისაწვდომი 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად;
** მოქნილი სამართავი სივრცე - admin panel;
** დინამიური ძიების fixed ბლოკი;
** კატეგორიები და მათი მართვის შესაძლებლობა;
** Tag-ების სისტემა და მათი მართვის შესაძლებლობა;
** მონაცემთა გაფილტრვის ფუნქცია;
** სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია;
** ახალი მონაცემების დამატებისა და დადასტურების ფუნქცია;
** მონაცემების მართვის მოდული, უკვე არსებული მონაცემების მიგრაცია ვებ-გვერდზე.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ EBRD BAS პროგრამაში აკრედიტებულ კომპანიებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია;
** შექმნილი ვებ-გვერდების პორტფოლიო;
** საკონტაქტო ინფორმაცია.

უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც გამოცდილება აქვს ფორუმის ტიპის ვებ გვერდის აწყობაში.

პროექტის შესახებ დეტალებზე გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატ კომპანიებთან.

სატენდერო განაცხადები მიიღება ელ-ფოსტით, მისამართზე: hr@agconsulting.ge არაუგვიანეს 25 თებერვლისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |