www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა გადაზიდვების და შეკვეთების დაგეგმვის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 5 მარტი / განცხადების ვადა: 4 აპრილი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას შიდა გადაზიდვების და შეკვეთების დაგეგმვის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები და ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ტვირთის შიდა გადაზიდვებთან (საქართველოს ტერიტორიაზე) დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
** გადაზიდვის სრული ციკლის - საწყობიდან დამკვეთის მისამართზე მიწოდება და ჩაბარება - კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** გადაზიდვების სრული ციკლის აწყობა პროგრამულად და რეპორტინგი;
** ახალი სისტემების მოძიება რომელიც უზრუნველყოფს მარშუტების ოპტიმიზაციას და სწორ დაგეგმვას;
** ახალი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების დამყარება;
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა უკვე არსებულ პარტნიორებთან;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე;
** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება პარტნიორი კომპანიებისთვის შედარება და ანგარიშსწორება;
** ავტოპარკის ხელმძღვანელთან მჭიდრო კომუნიკაცია შეკვეთების დროულად ჩაბარების ორგანიზებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ​დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 4 აპრილამდე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. პირველ ეტაპზე მხოლოდ CV-ების მიხედვით შერჩეულ კანდიდატეთან მოხდება დაკავშირება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |