www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აპარტოტელის გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

"ელთ ბილდინგი" ეძებს გუნდის წევრს აპარტოტელის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აპარტოტელის pre-offering სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება
** გუნდის დაკომპლექტება
** ოპერაციების დაგეგმვა და მართვა
** მომსახურებების სტანდარტიზაცია
** აპარტოტელის რენტაბელობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის მართვის მიმართულებით
** სასტუმროს ოპერაციების მართვასა და დაგეგმვაში მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
** 100+ სანომრე ფონდის, სრულ ციკლიანი სასტუმროს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** სასტუმროს საოპერაციო სისტემის ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭებათ 5* სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე მისამართზე: jobs@eltbuilding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "აპარტოტელის გენერალური მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" წარმოადგენს "ელთ ბიზეს ჯგუფის" წევრ კომპანიას, რომელიც ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის ახალი და სწრაფად განვითარებადი წევრია. კომპანია საქმიანობას ახორციელებს მართვის საერთაშორისო ბრენდების მეშვეობით. ჩვენი გუნდის წევრობა მოგცემთ შესაძლებლობას იმუშაოთ და განვითარდეთ საერთაშორისო კლასის პროფესიონალების გარემოში როგორც სამშენებლო და არქიტექტურული, ისე უძრავი ქონების მართვისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია თქვენი გრძელვადიანი კარიერული გეგმები. ჩვენ აუცილებლად დაგიფასებთ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და გუნდურ სულისკვეთებას.

ELT ბიზნეს ჯგუფი გთავაზობთ თანამედროვე სამუშაო გარემოსა და პირობებს:

** ღირსეული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
** მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო
** მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა
** კარიერული განვითარების მხარდაჭერა.

თქვენი კანდიდატურის შემოთავაზება განსახილველად შეგიძლიათ მაშინაც, როცა კომპანიას არ აქვს ღია ვაკანსია. თქვენი წინადადების მოსაწოდებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მისამართი: jobs@elt.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |