www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group", მართვაში არსებული რესტორნისთვის აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრაფიკი: 8 საათიანი; კვირაში ერთი დღე დასვენება
ანაზღაურება: ყოველთვიური, 800 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; უპირატესობად ჩაითვლება რესტორანის მიმართულებით გამოცდილება;
** სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუში შემავალი ქართული და ევროპული კერძების მომზადება;
** დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა;
** სამზარეულოში წესრიგის უზრუნველყოფა;

ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: " ცხელი კერძების მზარეული"

მადლობა დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |