www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: OneSoft Training Centre
გამოქვეყნდა: 9 მარტი / განცხადების ვადა: 9 აპრილი

"OneSoft Training Centre" აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

პროგრამის აღწერა: "ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** შესყიდვები
** საწყობი და მარაგები
** წარმოება
** გაყიდვები
** CRM
** ბუღალტერია
** HR
** ფინანსური ანგარიშგებები
** Rs.ge

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი:

** სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და გენერალური დირექტორები;
** მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
** დაბალი რგოლის მენეჯერები;
** სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00 - 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
** დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
** ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
** პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;

კურსის ღირებულება: 360 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი / ყავაზე).
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

** კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
** "OneSoft Training Centre" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/5KcdgHU6oefm4a176

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეთ:

ქ. თბილისი, დავით გამრეკელის 2, "OneSoft Training Centre"
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 558 99 75 98; +995 597 06 39 61
E-mail: info@1soft.ge
Web - http://www.onesoft.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |