www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელიტური ქსელის ინსტალატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს სატელიტური ქსელის ინსტალატორის ვაკანსიას დუშეთში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ბონუსური

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის მომხმარებლებისათვის/აბონენტებისათვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების, შეფერხების აღმოფხვრა დროულად და ჯეროვნად და დემონტაჟის განხორციელება.
** სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატელიტური ქსელის მოწყობის ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. გასაუბრება
2. სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |