www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: გინზა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

ცნობილი საბავშვო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრში

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ.
** ეფექტური კომუნიკაცია მყიდველთან მისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** სალარო აპარატთან და/ან ტერმინალთან მუშაობა
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან ინფორმაციის დროული გაცვლა;
** პროდუქციის განთავსება თაროებზე, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მარაგების ყოველდღიური აღწერა და კონტროლი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office)
** სასურველია მოლარის ან გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** საცალო ვაჭრობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 18-35

უნარები:

** გამართული მეტყველება
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ/სტრესულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.

სამუშაო განრიგი: 2 კვირიანი ცვლები 10:00-22:00, თვეში 15 სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV (აუცილებლად სურათით) შემდეგ მისამართზე: t.malazonia@ginza.global და "საგანში" (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება მოლარე-კონსულტანტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |