www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** საწყობის ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** საჭირო ნაწილების/აქსესუარების შეუფერხებლად გაცემისა და ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** შესაბამის პროგრამაში (SAP) აღრიცხვიანობის განხორციელება:
** შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** საწყობის ინვენტარიზაციის/აღწერის უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასაწყობე საქმიანობაში;
** MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება;
** გამოკვეთილი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/617 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |