www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: აუდიტ კონსალტინგ
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

აუდიტორული კომპანია "აუდიტ კონსალტინგ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი/თელავი

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება-გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
** ინფორმაციის დამუშავება დეკლარირებისათვის;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება-გატარება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** კერძო ან საჯარო სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ACCA-ს მინიმუმ პირველი დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამის (პროგრამების) ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა.

ვაკანსია გამოცხადებულია, როგორც თბილისის, ასევე თელავის ოფისში.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ქალაქის დასახელება.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: rusotsertsvadze@gmail.com არაუგვიანეს 5 აპრილისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |