www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფელიქს საქართველო
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"ფელიქს საქართველო" (www.felix.com.ge) იწვევს გაყიდვების მენეჯერს, წარმატებაზე ორიენტირებული ანაზღაურებით.

განაკვეთი: სრული ან არასრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება საბითუმო, საცალო
** არსებული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი ინფორმაციის განახლება
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სარეალიზაციოდ წარმოდგენილი პროდუქციის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების მომზადება;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა
** მომხმარებლისთვის თავაზიანი და ეფექტიანი მომსახურების გაწევა, კომუნიკაციის დამყარება, კონტაქტის შენარჩუნება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია, რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი, პირველ რიგში ქართულ ენაზე;
** სასურველია, ინგლისური ან/და სხვა ენების საშუალოზე კარგად ცოდნა;
** რა თქმა უნდა - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სასურველია გაყიდვების ტექნიკის, სპეციფიკის ცოდნა
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** სკოლის ელემენტალური ფიზიკის დონე მისასალმებელია
** მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს სხარტი, ენერგიული, მოწესრიგებული, გამჭრიახი.

დაინტერესების შემთხვევაში მოკლედ მოგვწერეთ, რატომ იქნებით წარმატებული აღნიშნულ საქმეში.

დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: felix@service.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |