www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

გახდი "ლიდერ კრედიტის" გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. ხაშური
სამუშაო განაკვეთი: სრული

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აღნიშნულ სფეროში (საფინანსო ან საბანკო) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

სამუშაო აღწერილობა:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული გეგმების შესრულება;
** ანგარიშის მომზადება ფილიალის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
** ფილიალში დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების ეფექტურობის შეფასება.

უნარები:

** სტატისტიკური ანალიზის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დაგეგმვის უნარი
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პუნქტუალურობა.

თუ გსურთ, გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია: http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან).

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |