www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპანიის დირექტორი
მომწოდებელი: სფერო დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

დეველოპერული კომპანია სფერო ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის, საერთო ხედვის, მიზნებისა და ძირითადი საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა/მენეჯმენტი;
** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვა/კონტროლი; მათი კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის საქმიანობაზე დაყრდნობით, ოპერაციების მუდმივი ანალიზი, პოტენციური ხარჯების შემცირების, პროცესების გაუმჯობესების ან პოლიტიკის ცვლილების საჭიროების დადგენის მიზნით;
** ორგანიზაციის ფინანსური/საბიუჯეტო საქმიანობის განსაზღვრა/მენეჯმენტი;
** კომპანიის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნვა;
** სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების მიმართულების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება
** აუცილებელი პირობაა მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების ზედმიწევნით ცოდნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** აუცილებელი პირობაა უცხო (რუსული, ინგლისური) ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინანსური გათვლებისა და ანალიზის ცოდნა/გამოცდილება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** მოტივირებულობა

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@sferoholding.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კომპანიის დირექტორი . წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |