www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე, შესყიდვების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისებში სხვადასხვა სახის სამეურნეო სამუშაოების ჩატარება გაუმართაობების აღმოსაფხვრელად;
** საჭიროების შემთხვევაში, ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ოფისების მომარაგება საკანცელარიო ნივთებით და ინვენტარით;
** დაზიანებული საავტომობილო ნაწილების სერვის ცენტრებიდან ტრანსპორტირება;
** მცირე სამეურნეო შესყიდვების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "სამეურნეო სპეციალისტი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |