www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ახალგაზრდების მოწვევა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე
მომწოდებელი: სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: 62821_app_docx_6951815.zip
გამოქვეყნდა: 19 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" იწყებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისათვის "სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით", რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური სისტემის, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაში მოქალაქეების ინდივიდუალური ჩართულობისა და ამ მხრივ, საქართველოსა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარების თემებზე. მონაწილეებს ასევე განუვითარდებათ პროექტის მომზადებისა და მართვის, ადვოკატირების კამპანიის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.

ტრეინინგების დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები ჯგუფურად განახორციელებენ სამოქმედო პროექტებს, რომელთა ძირითადი მიზანია ადგილობრივი პრობლემების წინ წამოწევა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის მონაწილეებს დაუფინანსდებათ ახალგაზრდული პროექტით გათვალისწინებული ხარჯები. გრანტის მოცულობა დამოკიდებულია მათ მიერ დაგეგმილი აქტივობებსა და საჭიროებებზე.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და ზუგდიდში არსებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

მონაწილეობის მსურველებმა ა.წ. 1 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მეილზე http://info@cela.ge

სათაურში მიუთითეთ "ახალგაზრდული პროექტების კონკურსი". შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირისპირ ან სატელეფონო გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: http://info@cela.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/celageo/

მნიშვნელოვანი ფაქტები:

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტის ლოკაცია:თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი
შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობა: თითოეულ ქალაქში 15
კონკურსის დედლაინი: 1 აპრილი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |