www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აგრო აგენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას უფროსი აგრო აგენტის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: გორი, ქარელი, კასპი, წალკა, ახალციხე, ნინოწმინდა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონებში აგრო დაზღვევის პროდუქტების რეალიზება: პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის შესახებ აგრო გაყიდვების კოორდინატორთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის და მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV 2020 წლის 5 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@aldagi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უფროსი აგტო აგენტი და ქალაქი, სადაც გსურთ სამუშაოს დაწყება.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |