www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი ნეფროლოგი, ექთანი
მომწოდებელი: მად ი მედი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

შპს "მად ი მედი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ექიმი ნეფროლოგი
2. ექთანი

ჩვენ შესახებ:

დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრი, შპს "მად ი მედი" ფუნქციონირებს ქ. მარნეულში და 2010 წლიდან ემსახურება თირკმლების დაავადებების მქონე პაციენტებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ დიაგნოზტირებას და მკურნალობას, როგორც მედიკამენტოზური ასევე თირკმელჩანაცვლებითი თერაპიით - ჰემოდიალიზით.
ჩვენი ცენტრი, მათ შორის, ემსახურება დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტებს

ექიმი ნეფროლოგის ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება/მართვა

ექთნის ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ვიზიტის გამართული პროცედურის უზრუნველყოფა;
** მის კომპეტენციაში არსებული სამედიცინო მანიპულაციების დროული და სწორი ჩატარება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესებით;
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;

ექიმი ნეფროლოგის ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი);
** კლინიკური უნარ-ჩვევების ცოდნა და მაღალი სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Microsft Word, Excel)
** კომუნიკაბელურობა და ტოლერანტულობა
** მობილურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო გამოცდილება დიალიზის ცენტრში ჩაითვლება უპირატესობად

ექთნის მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** კლინიკური უნარ-ჩვევების ცოდნა და მაღალი სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ტოლერანტულობა
** მობილურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ექთნის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება რეანიმაციაში/დიალიზის ცენტრში ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ.მარნეული

სამუშაო გრაფიკი:

** სრული: ორშაბათი - შაბათი 08:00 - 18:00
** ნახევარი: დღეგამოშვებით 08:00 - 18:00
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) იმეილზე: giorgiqochiashvili@yahoo.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მად ი მედი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |