www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Apollo.Ge
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 6 ივნისი

Apollo.Ge წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებით.

კომპანიას ესაჭიროება და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს, მოემსახურება მომხმარებლებს და მართავს განვადების სისტემას.

ინტერნეტ მაღაზია "Apollo.ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ონლაინ განვადებების სისტემის მართვა.

სამუშაო მოთხოვნები:

** ასაკი: 19-27 წელი
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში
** გაყიდვის უნარ-ჩვევები
** დისციპლინა და მოწესრიგებულობა
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
** მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (1 საათიანი შესვენება).
ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობა შესაბამისი დამატებითი ანაზღაურებით.
ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი + ბონუსების სისტემა გაყიდვების მიხედვით.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: apollocompany1234@gmail.com

ვებ-საიტი: http://www.apollo.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.apollo.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |