www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში წესრიგის კონტროლი
** სასტუმროში შემომსვლელთა კონტროლი
** სასტუმროს ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგი
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული საერთო მოხმარების სათავსოების პერიოდული ვიზუალური დათვალიერება
** სტუმრებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარება
** სახანძრო სისტემების მუდმივი მონიტორინგი
** სასტუმროს პარკინგის ტერიტორიაზე მანქანების განთავსების მონიტორინგი
** სასტუმროს სიგნალიზაციაზე აყვანა და მისი მონიტორინგი, საჭიროებიდან გამომდინარე
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გავლილი ჰქონდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: სასურველია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** საჭირო უნარები: ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** განათლება: სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ასაკი: 25-დან 40-წლამდე
** სქესი: მამრობითი
** ფიზიკური მონაცემები: სპორტული აღნაგობა, სიმაღლე 180 სმ-დან
** მართვის მოწმობა: B კატეგორია.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
დამსაქმებელი უზრუნველყოფს: პერსონალის კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, განთავსების ადგილს სასტუმროს ოთახში (საქართველოს სხვა ქალაქის მაცხოვრებლების შემთხვევაში)
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ ასაკი, სიმაღლე, წონა და თან დაურთეთ ფოტოსურათი. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსია ღიაა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. გასაუბრებები დაიწყება ივნისის დასაწყისში და გაიმართება როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |