www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კალატოზის მოსწავლე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა", "კალატოზი"-ს პროფესიის შესწავლის და შემდგომი დასაქმების მიზნით, აცხადებს მიღებას, კალატოზის მოსწავლის პოზიციაზე.

კატეგორია: მშენებლობა;
ანაზღაურება მოსწავლედ ყოფნის პერიოდში: 522 ლარი დარიცხული ხელფასი;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ პერსონალს, რომელსაც სურს აითვისოს "კალატოზი"-სპროფესია.

ანაზღაურებადი სასწავლო პერიოდის ვადა მოიცავს 2 თვემდე პერიოდს, აღნიშნული პერიოდი მოსწავლისთვის ჩაითვლება საგამოცდო პერიოდად. საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით მოსწავლეს მიენიჭება პროფესია, პროფესიის მიხედვით შესაბამისი კლასი და გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება მინიჭებული კლასის შესაბამისი ანაზღაურების მიხედვით.

სამუშაოს დახასიათება პროფესიის ათვისების შემდეგ:

** ქვის სამუშაოების შესრულება წყობისა და რემონტის დროს შენობების, ხიდების, საწარმოო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ქვის კონსტრუქციებში;
** იატაკის ლაგების ქვეშა აგურის ბოძის აშენება-მოწყობა;
** დუღაბის ხელით მომზადება;
** აგურის გაწმენდა დუღაბისაგან;
** აგურისა და ბუტო წყობაში ხვრელებისა, ნაღარებისა და ნახვრეტების განგრევა ხელით;
** ​ბუტო ფუნდამენტების დაშლა ხელით, აგრეთვე აგურის წყობის კედლებისა და ბოძების;
** არხებისა და კოლოფების შევსება ფხვნილისებური ან მინერალური ბამბის მასალისაგან;
** ჩაბმა კონტეინერების, ქვეშების, რკინაბეტონის ნაწარმის და სხვა მცირეწონიანი ტვირთის ინვენტარულიკავით სამონტაჟო კავზე, ანჯამაზე, ჩანგალზე და ა.შ.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** გამოცდილების გარეშე, სასურველია შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** კომუნიკაცია;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "კალატოზის მოსწავლე"-ს პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |