www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 11 ივნისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მეთუნუქის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);
მდებარეობა: ქ. თბილისი.

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** მარტივი ნაკეთობების დამზადება ფურცლოვანი ლითონებისა და წნეხილი პროფილებისაგან ნახაზების, თარგების და ნიმუშების მიხედვით;
** ფურცლოვანი მასალის ხელით სწორხაზოვანი ჭრა და ყველა ზომის ფასონური ნამზადების ჭრა თარგებით და მონიშვნით;
** მარტივი დეტალების მრუდხაზოვანი ჭრა თხელფურცლოვანი და საბურულე ფოლადებისაგან ამძრავ ჩარხებზე;
** სწორხაზოვანი ნარიმანდების ღუნვა;
** მცირე და მსხვილგაბარიტიანი დეტალების და ნაკეთობების სწორება;
** ფურცლოვანი მასალის და ნამზადის მოწვა;
** ნახვრეტების ბურღვა კონდუქტორის მეშვეობით და მონიშვნით;
** დეტალების გადაჭრა, მოქლიბვა და გასუფთავება;
** მარტივი დეტალების და ნაკეთობების მირჩილვა;
** ​არართული გარსაცმების და დამცავი შემოღობვის დაყენება და გაწყობა;
** რთული და განსაკუთრებულად რთული მეთუნუქის სამუშაოს შესრულება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მეთუნუქის ხელმძღვანელობით.

უნდა იცოდეს:

** მომსახურე ამძრავი ჩარხების და მაკრატლების მუშაობის პრინციპი;
** უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების და საკონტროლო-მზომი იარაღების დანიშნულება და გამოყენების წესები;
** ლითონების და შენადნობების სწორ და მრუდხაზოვანი ჭრის ხერხები;
** დასამუშავებელი ლითონების და შენადნობების მარკირება;
** მეთუნუქის მარტივი სამუშაოების შესრულების ხერხები;
** ​საჩნევი აღნიშვნები.

სამუშაოს მაგალითები:

** დასალევი წყლის ავზები - დამზადება;
** ნაკეთობების ჩასაწყობი ქილები - დამზადება თუნუქისგან;
** ​ძაბრები, ყუთები, ძრავის შემოსაფარგლ იტაშტი (ვარცლი) - დამზადება ფურცლოვანი ორმაგი თითით მასალისაგან, მირჩილვით დამოკალვით;
** დეტალები ფურცლოვანი მასალისაგან - მონიშვნა, ბურღვა, მოქლონვა, ღუნვა ერთ და ორ სიბრტყეებში სხვადასხვა კუთხით, ხელით და საღუნ მანქანაზე;
** ჭრა გორგოლაჭოვან მაკრატლებზე;
** ​საყრდული სამსხმელო საამქროებისთვის - ჭრა, ღუნვა, მოქლონვა, მოკალვა;
** მარტივი ნამზადები ფურცლოვანი მასალისათვის - ამოჭრა ხელით მაკრატლებით;
** მარტივი გარსაცმები, მაშუქის ხუფები - დამზადება და დაყენება;
** მარტივი კოლოფები - დამზადება;
** პენალი ელექტროდებისთვის - დამზადება;
** ​ანჯამები და სახელურები ფურცლოვანი მასალისგან - დამზადება ნახაზების და ესკიზების მიხედვით;
** მართკუთხა, მრგვალი, ფიგურული შუა სადებები - ჭრა ნახაზების და ესკიზების მიხედვით;
** რუპორები - დამზადება;
** ​სიფონები მოქიმვით ლოკომოტივებისთვის - დამზადება;
** ცილინდრული მილები ფურცლოვანი ფოლადისაგან - დამზადება და დაყენება;
** ​მილტუჩები - სწორება;
** ვაგონის შიდა ფარნები - დამზადება მზა შაბლონებით და მირჩილვით;
** ​საზომიყუთები, ნაგვისღარების, ანჯამები - დამზადება;
** მაცივრის კარადების ყუთები - ფურცლოვანი მასალით შემოსვა.

მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება"მეთუნუქე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |