www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კვარიათი ჰილს
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 9 ივნისი

სასტუმრო "კვარიათი ჰილს" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. სამუშაო სივრცის მოწესრიგება და მომზადება სამუშაო დღის დაწყებისთვის
2. სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა
3. სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება და გაცნობა
4. შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად
5. გაყიდვების სტიმულირება ეფექტიანი მომსახურებითა და შეთავაზებით
6. მენიუს ყველა შემადგენელი კომპონენტის დეტალურად ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გაცნობა
7. იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში, რესტორანში).
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: სალარო აპარატთან მუშაობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

ორგანიზებული, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ოპერატიული, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული, საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ასაკი: 20-დან 40-წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
კვება: პერსონალის კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კვარიათი.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე/CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: m.kacharava@kvariatihillshotel.com | m.kacharava22@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულყოფილად გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |