www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა - ტექნიკური
მომწოდებელი: ჯორჯია მეტალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "ჯორჯია მეტალ" არის მშენებარე მეტალურგიული ქარხანა, რომელიც დაამზადებს არმატურას. ქარხანა მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში. შპს "ჯორჯია მეტალ" დაარსდა 2018 წელს მეტალურგიულ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის მიერ. წლის დასრულებამდე კომპანია გეგმავს 500-600 ადამიანის დასაქმებას.

1. ელექტრიკოსი - 30 ადგილი
2. ელექტრიკოსი - 15 ადგილი
3. პროგრამისტი - 10 ადგილი
4. მექანიკოსი, ზეინკალი, ჰიდრავლიკოსი - 30 ადგილი
5. ოპერატორი, ზეინკალ-წყალგამყვანი - 10 ადგილი
6. ფოლადმდნობელები, მგლინავები, ტექნოლოგები - 200 ადგილი
7. მანიპულატორის ოპერატორი, ექსკავატორის ოპერატორი - 20 ადგილი
8. ხიდური ამწეს ოპერატორი - 10 ადგილი
9. პრესმაკრატლის ოპერატორი - 4 ადგილი
10. აირმჭრელი, შემდუღებელი - 10 ადგილი
11. გაზმწმენდის ზეინკალი - 10 ადგილი
12. მწონავი - 2 ადგილი
13. აღმრიცხველები - 5 ადგილი

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: არგვეთა, ზესტაფონის რაიონი (წყაროებთან).
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო, უმაღლესი ტექნიკური ან/და სპეციალური განათლება;
** სპეციალობით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ არ აქვთ მუშაობის გამოცდილება, ვთავაზობთ სპეციალობის შესწავლას, ატესტაციის გავლას და დასაქმებას.

საჭირო უნარები:

** ენერგიული, დინამიური, მოწესრიგებული
** პასუხისმგებელი და თვითორგანიზებული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: info.jobs.georgiametal@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |