www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი
მომწოდებელი: Penta Group
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "პენტა გრუპის" ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით შევძელით ამ მიზნის განხორციელება.

კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად ჩვენი ქოლ-ცენტრისათვის ვეძებთ კომპანიის ინგლისურენოვან და გერმანულენოვან წარმომადგენელს, რომლის მთავარი ამოცანაც კომპანიის ინგლისურენოვან/გერმანულენოვან კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ან გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** გაყიდვების კუთხით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას, როგორც თბილისის, ასევე უცხოურ ფილიალებში;
** მრავალფეროვან ღონისძიებებს და აქტივობებს, მოგზაურობასა და კორპორატიულ წვეულებებს.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00-მდე (ამ დროში შედის ერთსაათიანი შესვენება)
** ხელფასი: 1200-2000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + მაღალი ბონუსები.

დაგვიკავშირდით: pentagroup2020@gmail.com

იხილეთ ამ განცხადების ტექსტი ინგლისურ და გერმანულ ენებზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |