www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რივალ სისტემს
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 26 ივნისი

უსაფრთხოების სისტემების კომპანია "რივალ სისტემსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"რივალ სისტემსი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებელების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება
** არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვების განხორციელება
** გაყიდვების შემდგომი მომსახურეობის გაწევა
** მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშების მართვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, სადაზღვევო ან საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@rivalsystems.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 26.06.2020

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |