www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი (http://www.gcfund.ge/en/gtdf/) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

მიზანი: ფონდის საქმიანობის (პროექტების წარმატებით დაწყების, მსვლელობის და დასრულების) მაქსიმალური ხელშეწყობის და შესაძლო ფინანსური რისკების ნეიტრალიზაციისთვის ეფექტიანი ფინანსური მართვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ამოცანები:

** ფონდის და მისი პროექტების შეუფერხებელი და გონივრული დაფინანსების უზრუნველყოფა;
** ადგილობრივ და უცხოურ მარეგულირებელ სუბიექტებთან სწორი და დროული სავალდებულო ანგარიშგების და ანგარიშსწორების წარმოების უზრუნველყოფა (საგადასახადო და სხვა);
** ფონდის მენეჯმენტის დროულად უზრუნველყოფა ზუსტი და სანდო ინფორმაციით, სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

ძირითადი ფუნქციები:

** ფონდის დაფინანსების საჭიროებების დროულად იდენტიფიცირება/პროგნოზირება;
** ფინანსური რესურსების წყაროებთან დროული და სწორი თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფა საჭირო სახსრების მოძიებისთვის;
** ფინანსური სახსრების დროულად მოძიება და ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების უზრუნველყოფა ფინანსებით
** მოძიებული ფინანსური რესურსების სწორად მართვა (ფონდის/შვილობილი კომპანიების/ფონდთან დაკავშირებული ორგანიზაციების ჭრილში
** ფინანსური რესურსების მართვისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა-განვითარება
** ფინანსური რესურსების წყაროებთან საქმიანი ურთიერთობების/ანგარიშგების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაო ფორმატების და წესების შემუშავება/დანერგვა/განვითარების უზრუნველყოფა;
** ფინანსური საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსური პარტნიორების/საგადასახადო მოთხოვნებთან;
** ფონდის ფინანსური საქმიანობის შესახებ საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო ვალდებულებების და მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
** ფინანსური რისკების ეფექტიანად მართვა;
** ფონდის და შვილობილი კომპანიების ფინანსური აუდიტის პროცესის სწორად და დროულად ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3-4 წელი მსგავს პოზიციაზე,
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი; სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები.
** ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** მართვის, კოორდინაციისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2020 წლის 13 ივნისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |