www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HVAC ინჟინერი
მომწოდებელი: ავერსი რაციონალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ გათბობა-გაგრილების სისტემების (HVAC) ინჟინერს.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სავენტილაციო სისტემების, გათბობა-გაგრილების (HVAC), შეკუმშული ჰაერის და გასუფთავებული წყლის სისტემების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;
** სისტემებზე გარე ორგანიზაციის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა/ორგანიზება და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სპეციალური განათლება;
** გამოცდილება გათბობა-გაგრილების სფეროში ან ენერგეტიკაში;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია auto CAD-ის ცოდნა.

აუცილებელი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის ასლი
** დიპლომის ასლი
** ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
** სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

ზემოაღნიშნული საბუთები წარმოადგინეთ მისამართზე ლილო, ჭირნახულის ქ. ¹14, 10 სთ-დან 17 სთ-მდე და ადგილზე შეავსეთ "ანკეტა", ან გამოგზავნეთ CV მისამართზე info.rational@aversi.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |