www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მეტალურგიული კონსტრუქტორი, მშენებელ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ჯორჯია მეტალი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

შპს "ჯორჯია მეტალი" აცხადებს ვაკანსიას მეტალურგიული მოწყობილობების კონსტრუქტორისა და მშენებელ-კონსტრუქტორის პოზიციაზე. (შესაძლებელია ორივე პოზიციის გაერთიანება ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

შპს "ჯორჯია მეტალ" არის მშენებარე მეტალურგიული ქარხანა, რომელიც დაამზადებს არმატურას. ქარხანა მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში. შპს "ჯორჯია მეტალ" დაარსდა 2018 წელს მეტალურგიულ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის მიერ. წლის დასრულებამდე კომპანია გეგმავს 500-600 ადამიანის დასაქმებას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური სპეციალობები)
** ძირითადი და სპეციალური კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პერსონალის მართვის უნარი;
** საწარმოო სტანდარტული აღჭურვილობის ტექნიკური ცოდნა;
** რუსული ენის თავისუფალი მეტყველებისა და წერის უნარები. (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** სპეციალობით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა (წყაროებთან).
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: info.jobs.georgiametal@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |