www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სეზანის საგამომცემლო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 13 ივნისი

"სეზანი" საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე 1998 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და ერთ-ერთი მოწინავე სტამბაა. "სეზანს" ფართო პროფილი აქვს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის: ოფსეტური ბეჭდვა, შესაფუთი და გარე-გამოყენების მასალების წარმოება, საგამომცემლო და საკანცელარიო მიმართულება.

"სეზანი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

"სეზანი" მდებარეობს ქ.თბილისი, წერეთლის გამზ. 140
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-დან 19:00 საათამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ნახაზების / კონსტრუქციების აგება და ნახაზზე საბეჭდი დიზაინის მორგება, როგორც ოფსეტური ბეჭდვისთვის, ისე შესაფუთი და ინდუსტრიული მასალებისთვის;
** საბეჭდი ფაილების ინსპექტირება / გასწორება და საბეჭდად მომზადება, ფაილის ფერდაშლაზე გაშვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გრაფიკული პროგრამების: Adobe Acrobat, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe In Design, CorelDraw და სხვ. ცოდნა.
** აუცილებელია სტამბაში, სარეკლამო ან დიზაინ სტუდიაში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (რუტერზე, ლაზერზე და ასე შემდეგ).

დამატებითი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** უკონფლიქტო;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდს, საქმის ადგილზე შესწავლის პერსპექტივას.
** ზრდად სახელფასო განაკვეთს, საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვავას;

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების CV-ის გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV teoolortkipanidze@gmail.com
ტელ: 514 99 50 00



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |