www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მასტერ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / განცხადების ვადა: 12 ივნისი

შპს მასტერ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას თავის სამშენებლო პროდუქციის მაღაზიათა ქსელში ("რემონტის სახლი") კონსულტანტის პოზიციაზე გლდანის (ქერჩის ქუჩა 6) ელიავას ბაზრობის (სანტექნიკის უბანი) და ნატახტრის ფილიალში (სოფელი მისაქციელი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;

პირობები:

** სამუშაო დრო 08:30-19:30 (სეზონურად სამუშაო დრო ცვალებადია) კვირაში ერთი დასვენების დღე.
** სამი თვე გამოსაცდელი ვადა;
** ანაზღაურება: ძირი + ბონუსი რეალიზაციიდან;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV (ქართულ ენაზე გამართული) მისამართზე: hr@mgp.ge და გთხოვთ ელფოსტის სათაურში მიუთითოთ, რომელ ფილიალში დასაქმებით ხართ დაინტერესებული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |