www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

კომპანია "ფოლადის სახლი", ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

წარმოების ხელმძღვანელის თანაშემწის მოვალეობაა:

** წარმოების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მიმართულებით პროდუქციის კვლევა და შესყიდვების განხორციელება;
** შესასყიდი პროდუქციის ფასების ანალიზი ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებთან ფასების თაობაზე მოლაპარაკების წარმოება არსებული ფასების კონტროლის საფუძველზე;
** შეკვეთების გაფორმება
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და კონტროლი
** ნაშთების კონტროლი
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** შესყიდვების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** მათემატიკური აზროვნების უნარი
** სატრანსპორტო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და წარმოების უნარი
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. იუმაშევის ჩიხი #14, რკინიგზის სადგურ ლილოს მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

დამატებითი ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "წარმოების ხელმძღვანელის თანაშემწე".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. აყვანილ კანდიდატს ადგილზე შევასწავლით სამუშაო სპეციფიკას.

"ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება. კომპანია ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის გაძლიერებას.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |