www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: IT Craft
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

კომპიუტერული სერვისი"ITCraft-ი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

"ITCraft" გახლავთ IT- სფეროში ლიდერი კომპანია, იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოსა და უცხოურ ბაზარზე http://itctaft.ge/ 

სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** სუსტი დენების პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო ფუნქციები: 

** კომპანიის პროექტების საქმიანობის ხელმძღვანელობა;
** კომპანიის მართვისა და წარმომადგენლობის განხორციელება;
** კომპანიის მართვის სტრატეგიის / პოლიტიკის შემუშავება და ადმინისტრირება;
** კომპანიის თანამშრომლებს შორის მოვალეობების გადანაწილება სერვის მენეჯერთან შეთანხმებით, მათთვის სათანადო მითითებების და დავალებების მიცემა;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული პრობლემების მოწესრიგების კოორდინაცია;
** კომპანიის კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** რისკების ანალიზი;
** ნახაზის გარჩევა და ქსელის დაგეგმვა 
** პროექტების და ახალი კლიენტების მოძიება
** პროეტების მოძიების სტრატეგიის შემუშავება
** ინვოისის დამუშავება, შეთავაზება
** პროექტის შესრულების ვადების და ხარისხის კონტროლი
** პროექტის დამოუკიდებლად დაგეგმვა და მართვა
** მოლაპარაკების წარმოება

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; 
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი; 
** ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დამაჯერებლობა; 
** ლიდერული თვისებები;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი; 
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; 
** სამართლიანობა და პრინციპულობა;
** ოპერატიული აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ობიექტურობა;

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.
მისამართზე: hr@itcraft.ge  და  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გისურვებთ წარმატებას!​ 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |