www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯენერალ საფლაი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"ჯენერალ საფლაი" წარმოადგენს "Portwest"-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"Portwest"-ი არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი თანამედროვე, კომფორტული, მაღალი ხარისხის სამუშაო ტანსაცმლის დიზაინისა და წარმოების პროცესში.

"ჯენერალ საფლაი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული კლიენტების ბაზის შევსება-განვითარება
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა
** არსებულ კლიენტებთან ბიზნეს პროცესების მართვა
** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის აღწერილობის, დანიშნულების, გამოყენების წესების და სხვა დეტალების ცოდნა
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
** მივლინების მზაობა საქართველოს რეგიონებში

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (PPE პერსონალური დაცვის აღჭურვილობის დარგში)
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)

პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: georgia@gsupplyllc.com. სავალდებულოა რეზიუმე იყოს ფოტოსურათთან ერთად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "Subject"-ში მიუთითეთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 10



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |