www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 15 ივნისი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო", "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი", სამედიცინო ცენტრი "ინოვა", "ინოვა ინვიტრო", "ჟორდანიას კლინიკა".

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში" დამლაგებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1

ძირითადი ფუნქციები:

** სამუშაო ადგილზე ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** დადგენილი სამუშაო ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |