www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: BENE Exclusive
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

კომპანია "ბენე ექსკლუზივი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგის განხორციელება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და მათთან შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ფილიალისთვის დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** სამიზნე აუდიტორიის მუდმივი ანალიზი, საჭიროების შესაბამისად სერვისების დახვეწა/გაუმჯობესება;
** ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;
** მომხმარებლებისთვის სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება;
** საოპერაციო ნაწილის გამართულად ფუნქციონირებაზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში პრობლემური სიტუაციის მართვა;
** ფილიალში არსებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით ;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ვადებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@bene-exclusive.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |