www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული საქმის წარმოება ბასს სტანდარტებთან შესაბამისობაში
** კომპანიის ბუღალტრული საქმის წარმოება საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება
** საბანკო და სალარო ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (თვიური/კვარტალური/წლიური)
** ფინანსური და საგადასახადო აუდიტორებისთვის ინფორმაციის მომზადება, მიწოდება ვადებში
** ხელფასების, საპენსიო შენატანებისა, სახელფასო დანამატების სახელფასო უწყისების წარმოება
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და ცვეთების ყოველთვიური წარმოება
** საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება
** სახელმწიფო სავალდებულო პორტალებზე ინფორმაციის ატვირთვა-დამუშავება
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტების მოძიება და ასახვა
** საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** Oris-პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე;
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავეჯის ან სხვა წარმოების სფეროში ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
http://www.Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |