www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საიმიჯო და საინფორმაციო კამპანიების, მასმედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთა ბაზის შექმნა და რემარკეტინგი;
** CRM ბაზის მართვა და განვითარება;
** სააგენტოს ვებ-გვერდის, სოციალური ქსელების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, კონტენტის შექმნა და მართვის კოორდინაცია;
** საჭიროებიდან გამომდინარე მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, პრეს-რელიზების, სტატიების, სარეკლამო ბროშურების, ბუკლეტების, სარეკლამო გვერდების შინაარსობრივი ნაწილის მომზადება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; (Digital Marketing-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2);

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგთან დაკავშირებული პროექტების ინიცირებისა და მართვის კომპეტენცია;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 2, 200.00 ლარის ოდენობით.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ივნისი;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |