www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, ადმინისტრატორი, დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰესტია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

1 ივლისიდან, თელავში, ზუზუმბოს უბანში გაიხსნება ახალი, მცირე ზომის 6 ნომრიანი სასტუმრო - "ჰესტია".

ჩვენი სურვილია შევქმნათ ძალიან მყუდრო, პატარა, ბუტიკის ტიპის სასტუმრო, სადაც ცოტა დამსვენებელი იქნება და შეეძლებათ მშვიდ გარემოში დაისვენონ. სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ხარისხიანი ღვინის რამდენიმე სახეობა და დატკბნენ კავკასიონის პანორამული ხედებით.

სასტუმრო შედგება სამი სართულისგან: პირველ სართულზე განლაგებულია 2 საძინებელი, მარანი და მისაღები, მეორე სართულზე - 4 საძინებელი, მესამე სართულზე - სამზარეულო, სასადილო და ტერასები. სასტუმროს აქვს ცალკე მოწყობილი საქვაბე, სადაც განლაგებულია გათბობის, წყალგაყვანილობის, ელექტრო გენერატორის და სხვა სისტემები. სასტუმროს აქვს პატარა ბაღი.

სასტუმროს ეყოლება სულ სამი თანამშრომელი. ამჟამად, სამივე თანამშრომელი შერჩევის პროცესშია: მენეჯერი, ადმინისტრატორი და დამლაგებელი.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** AirBnB და booking.com -ის მართვა, მაღალი შეფასებების უზრუნველყოფა
** ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა
** ​ფეიქსბუქ გვერდის მართვა
** სტუმრებთან ურთიერთობა: დახვედრა, დაკვალიანება, დამშვიდობება
** სასტუმროს მოვლა-პატრონობა
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების ანალიზი
** სისუფთავის უზრუნველყოფა
** მცირე საუზმის უზრუნველყოფა
** სასტუმროს პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი
** კომუნიკაბელურობა
** ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო, საშუალო დონეზე. სასურველია რუსული ენის ცოდნაც

ანაზღაურება ექვემდებარება მოლაპარაკებას ფუნქციებისა და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე 400-დან 800 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მოკლედ ინფორმაცია თქვენს შესახებ და თქვენი რეზიუმე: levaninbox@gmail.com

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 577 501



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |