www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორი მენეჯერი
მომწოდებელი: სიარპი-ვუდი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ხის გადამამუშავებელი კომპანია "სიარპი ვუდი", რომელიც 2009 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და აქვს მოქმედი ქარხნები ქუთაისსა და თბილისში აცხადებს პარტნიორი მენეჯერის ვაკანსიას მაღალი ანაზღაურებით (შეთანხმებით)

მდებარეობა: თბილისი - ქუთაისი

მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიებთან პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება და ახალი ურთიერთობების დამყარება/მართვა;
** ორგანიზაციის მიზნების მიღწევისათვის საჭირო ამოცანებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის მიერ ჩამოყალიბებული ხედვის, პოლიტიკისა და რეკომენდაციების მიწოდება ყველა რგოლის თანამშრომლისათვის, მუდმივი კომუნიკაცია მათთან, მოტივირება და შესრულების კონტროლი;
** კონკურენტების კვლევა/ანალიზი, ბაზრის ტენდენციების დადგენა და პროდუქციის ახალი კატეგორიების, ინოვაციების დანერგვა;
** კომპანიის გაყიდვების ანალიზი და გაუმჯობესებისათვის მუდმივი სწრაფვა;
** ფინანსური ოპერაციების მართვა/მონიტორინგი;
** პრობლემური ქეისებისა და სიტუაციების ანალიზი, საუკეთესო გადაწყვეტის გზების განსაზღვრა კომპანიის ზრდისა და გაუმჯობესებისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია ან სხვა მმართველ პოზიციაზე;
** ხის სპეციფიკების ცოდნა და ამ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საფუძვლიანი ცოდნა ბაზრის ცვლილებების და ბიზნესზე მისი გავლენის შესახებ;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** აღმასრულებელი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კრეატიული აზროვნება და სიახლეების დანერგვის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ 2020 წლის 10 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: hr@crp.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გადმოგზავნეთ რეკომენდაცია წინა სამსახურებიდან (არსებობის შემთხვევაში).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |