www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საველე ზედამხედველი
მომწოდებელი: პროექტი უდაბნო
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

პროექტი "უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას საველე ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად აკონტროლოს აგრო ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობა, როგორც ერთ წლიან ისე მრავალწლიან კულტურებზე;
** ზედამხედველობა გაუწიოს მის პასუხისმგებლობაში არსებულ ნაკვეთის მორწყვას, აკონტროლოს ნიადაგის ტენიანობა და რეპორტის სახით მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელს;
** ზედამხედველობა გაუწიოს მცენარეების ზოგად ზრდა-განვითარებას, მათ დაავადებებსა და საჭიროების შემთხვევაში პესტიციდებით უზრუნველყოფას;
** მონაწილეობა მიიღოს მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგში;
** შეასრულოს ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის მარტივი და ერთგვაროვანი დავალებები;
** სწორად და ეფექტურად გადაანაწილოს საველე სამუშაოებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი და აკონტროლოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
** ყოველდღიურად აწარმოოს რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
** წარმართოს ბაღში სამუშაოები აგრო კალენდრის მიხედვით.

საჭირო უნარები:

** თეორიული განათლება მებოსტნეობის მიმართულებით (სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ივლისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |