www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი დამწყები მეწარმეების პროდუქციის კატალოგის შექმნაზე
მომწოდებელი: განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის _ ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 12.06.2020
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 06.07.2020
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 14.07.2020
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 21.07.2020
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 15.08.2020

სატენდერო წინადადების საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

ზოგადი აღწერა:

** პროექტის ფარგლებში სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა დამწყებმა ახალგაზრდა მეწარმეებმა გაიარეს სამეწარმეო სკოლის სრული კურსი, მოამზადეს ბიზნეს გეგმები, მოიზიდეს ფინანსური სახსრები და წამოიწყეს ან განავითარეს თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა.
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილია B2B გამოფენის ორგანიზება, სადაც მცირე ბიზნესის სექტორში მოქმედი დამწყები ახალგაზრდა მეწარმეები პირდაპირ კავშირებს დაამყარებენ მსხვილ მოქმედ საწარმოებთან.
** Aაღნიშნული გამოფენისთვის უნდა მომზადდეს კატალოგი, რომელშიც სამეწარმეო სკოლის 15 კურსდამთავრებულის მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. კატალოგი საშუალებას მისცემს დამწყებ მეწარმეებს თვალსაჩინოდ წარუდგინონ სამიზნე აუდიტორიას საკუთარი პროდუქცია. მისი მთავარი ელემენტია ვიზუალიზაცია. კატალოგში თითოეულ მეწარმეს დაეთმობა 2 გვერდი.

მიზნობრივი აუდიტორია:

კატალოგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ: საქართველოში მოქმედი მდგრადი საწარმოების დამფუძნებლები, ხელმძღვანელები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები, ვისაც აინტერესებთ მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობა საქართველოში და სურთ მოქმედ დამწყებ მეწარმეებთან დაკავშირება.

კატალოგის დიზაინი:

კატალოგის დიზაინი უნდა იძლეოდეს სამიზნე აუდიტორიის მიერ ინფორმაციის ადვილად აღქმის შესაძლებლობას. კატალოგი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

კატალოგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

კატალოგი უნდა მოიცავდეს პროექტის შესახებ ვიზუალურ მასალას (2-3 ფოტოსურათი), საქმიანობის მოკლე აღწერილობას, ინფორმაციას ბიზნესის ადგილმდებარეობის, საკონტაქტო პირების, ტელეფონის, ელ-ფოსტისა და ვებ გვერდ(ებ)ის შესახებ ინფომაციის მითითებით, დაცული უნდა იყოს ბრენდირების მოთხოვნები (ფერები, ლოგო და სხვა).

ტექნიკური მხარდაჭერა:

კატალოგი უნდა იქნას წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით ვექტორულ ფორმატში და მზად უნდა იყოს სტამბური წესით ბეჭდვისათვის.

წარმოდგენილი უნდა იქნას თქვენს მიერ შემუშავებული კატალოგის დემო ვერსია, რომლის შეთანხმების შემდეგ მოხდება საბოლოო პროდუქტის შექმნა.

ანგარიშსწორების პირობები:

** სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს გარდა);
** ანგარიშსწორება განხორციელდება უნდაღდო ანგარიშსწორებით ლარში;
** მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად მიწოდებული კატალოგის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ინფორმაცია ტენდერს მონაწილისათვის:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს და ორგანიზაციებს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები 2020 წლის 6 ივლისს 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: admin@edec.ge და სათაურში მიუთითეთ ახალგაზრდა დამწყები მეწარმეების პროდუქციის კატალოგის შექმნა:

** კატალოგის მომზადების გამოცდილების შესახებ წერილობითი ინფორმაცია
** კატალოგის კონცეფცია;
** ჰონორარი
** მის მიერ მომზადებული კატალოგების ნიმუშები;

განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი რეკვიზიტები:

** პრეტენდენტის სახელი, გვარი;
** პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი;
** პ/ნ (ს/კ);
** ტელეფონის ნომერი;
** პრეტენდენტის სივი;
** კატალოგის კონცეფცია
** ბიუჯეტი
** საბანკო რეკვიზიტები

სატენდერო განაცხადების მიღება დასრულდება 2020 წლის 6 ივლისს.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება ინტერვიუსთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება პრედენტენტს შეუძლია შემდეგ მისამართზე:

ქუთაისი, პ.ინგოროყვას #64.
საკონტაქტო პირი: დიმა შარაშენიძე
მობ: 599600998
ტელ: 0431251330;
ელ-ფოსტა: admin@edec.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |