www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ვეგანური კაფე კივი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ვეგანური კაფე "კივი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის/შეფ მზარეულის სამუშაო გამოცდილება რესტორანში ან კაფეში;
** პასუხისმგებლობის და პუნქტუალობის მაღალი გრძნობა;
** ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის და გუნდის წევრების მიმართ თავაზიანი და პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნების უნარი.

მოვალეობები:

** კერძების მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** შეკვეთების სწრაფად მომზადება მოთხოვნილი ხარისხის შენარჩუნებით;
** სამუშაო ადგილის დასუფთავება მუშაობის პროცესში და დღის ბოლოს;
** სამზარეულოს და პროდუქტების სუფთად და ორგანიზებულად შენარჩუნება ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
** პროდუქტების და ინგრედიენტების შემოწმება კერძის მომზადებამდე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქტების გამოყენება;
** შესასყიდი ინგრედიენტების სიის ჩამოწერა;
** სამსახურში პროფესიული და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.

სამუშაო საათები: 11:00-22:00
ანაზღაურება: 50 ლარი დღეში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოს თანხლებით მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: Kiwi.Tbilisi@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |