www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: სანიტარული კომპანია ქილერსი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კომპანია "ქილერსი" სთავაზობს დასუფთავებისა და სანიტარულ სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანია ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: http://www.facebook.com/killers.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკოსის (სანიტარული პროცედურების შემსრულებელი) პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით).

მოვალეობები:

გადამზადების გავლის შემდეგ ინდივიდუალურად ან/და გუნდურად ჩაატაროს სანიტარული პროცედურები (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია, ქვეწარმავლების კონტროლი და ა.შ.) სხვადასხვა ობიექტებზე საქართველოს მასშტაბით და გაუწიოს მათ შემდეგი მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა.

ერთი თვის ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.
გადამზადება მოხდება თბილისში, 2-დან 3 კვირამდე (დამოკიდებულია საქმის ათვისებაზე).

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელ.ფოსტაზე: info@killers.ge და აუცილებლად დაურთეთ თქვენი ფოტო და მიუთითეთ სათაურში (Subject) პოზიცია, რომელზეც გზავნით რეზიუმეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |