www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტერილიზაციოს ექთანი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: დღის 8 საათიანი გრაფიკი, შაბათ-კვირას გამოძახებით.
ანაზღაურება: 350 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ინფექციის კონტროლის სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებაში დეკონტამინაცია, დეზინფექცია, სტერილიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის დიპლომი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 16 ივლისისა. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "სასტერილიზაციოს ექთანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |